Tuesday, April 19, 2011

პოეზიის ლექსიკონი

მეწყერი მეწყერს    


გაელავს, დაჰკრავს მეხი მეხს მწვერვალს,

მთა ტიტველია, არ აქვს საფარი,

თვითონ მეხია და თვითონ ელავს,

როგორც შამილის თეთრი ფაფარი.


ნეტა თუ სადმე ხარ ძე კაცისა,

ამ უკვდავებას ქედს არ უხრიდე.

თუ გაწყდა ძარღვი სიმამაცისა,

მე ცოცხალი ვარ ერთი მჲურიდი.


ვარ დაფრენილი ორბისგან გნოლი

და არ იკარებს გული სალავათს,

ხევსურის ჯაჭვის ნაგლეჯი რგოლი -

ერთი ვაცხადებ მარტო ჰაზავატს.


ვარ გათელილი ლეკის ნაბადი,

ყველა სახსარი მაქვს დალეწილი,

მაგრამ ვაჟკაცმა მხოლოდ გაბედე

და მეც ვაჟკაცის დამიდე წილი.


რა საჭიროა მელნად გიშრის ტბა

და კალმად კიდე მინა რხეული,

თუ ამ სიბრაზით გული გაგითბა,

თუ ამ ჟრუანტელს იგრძნობს სხეული.


მეწყერი მეწყერს, ლანქერი ლანქერს,

კლდე კლდეს ასკდება, ზვავს ღუპავს ზვავი.

ცა მოწყალებით თავზე დამცქერის,

არ მემეტება მოვიკლა თავი.

მეარღნეები და პოეტები




ჩემს საყვარელ ლექს კითხულობს მურმან ჯინორია
ტიციანის ჩანახატები

ტიციანის მოკლე ბიოგრაფია

აიბადა სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში1913 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ლექსები დაბეჭდა XX ს-ის 10-იანი წლების მიჯნაზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — „ცისფერი ყანწებით“. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. იყო გალაკტიონ ტაბიძის ბიძაშვი სემინარიაში გაუგრძელებია სწავლა.



«მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს»

– წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში. 1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901 –1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. 1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტშიფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ "საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს დათოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

ტექსტი მოძიებულია ვიკიპედიაში